,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის 135 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
73
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2007-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-22
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.18.011.010.142
,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის 135 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.010.142

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №73

2007 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის2003 წლის 12 ივნისის №135 ბრძანებით დამტკიცებულ „დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, აგრეთვე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის №135 ბრძანებით დამტკიცებულ „დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

     1. დებულების მე-2 მუხლში (ტერმინთა განსაზღვრებები) შეიცვალოს განსაზღვრება „ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) მონაწილე (მომხმარებელი)“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) მონაწილე (მომხმარებელი) – საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკები, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, საფონდო და ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟები, ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი.”.

     2. დებულების მე-5 მუხლის (ხელმოწერის გასაღებების პასპორტის მფლობელის ვალდებულებები) მე-6 პუნქტში სიტყვა „მიუხედავად“ შეიცვალოს სიტყვით „შემთხვევაში“.

     3. დებულების მე-7 მუხლის (ელექტრონული საბუთების გაცვლის ზოგადი პრინციპები) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „1. ელექტრონული საბუთის შედგენა ხდება სისტემის ორგანიზატორის მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების პროცედურების მიხედვით.“.

     4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 რ. გოცირიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია