,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
188
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-12
სარეგისტრაციო კოდი
230.150.070.22.033.010.088
,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.010.088

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №188

2007 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2330) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საზღვაო პორტიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში, ასევე საწყობიდან პორტში გადაადგილებულ საქონელზე გამოიწერება მოწმობა №2 (დანართი №2-ის შესაბამისად) გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, თუ არ ხდება სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული ლუქის ახსნა. საზღვაო გზით საბაჟო საწყობში გადაადგილებულ საქონელზე დეკლარანტს შეუძლია  წინასწარ გამოწეროს მოწმობა და წარუდგენოს საბაჟო ორგანოს. იმ შემთხვევაში, თუ არ არის ცნობილი შესაბამისი კონტეინერების გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტები, საბაჟო მოხელეს ხელით შეაქვს ეს რეკვიზიტები საქონლის საზღვაო პორტიდან გასვლის დროს. საზღვაო პორტიდან საბაჟო საწყობში საქონლის შესვლის დროს საწყობის მფლობელი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, ხოლო საბაჟო მოხელე მოხსნის მოწმობას კონტროლიდან და საქონლის საბაჟო საწყობიდან გასვლის შემთხვევაში გამოწერს ახალ მოწმობას.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია