,,ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
280
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-25
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.921
,,ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“

(ძალადაკარგულია - 25.11.2014, №629)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №280

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

1. შეიქმნას ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

თეა წულუკიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ალექსანდრე ბურჭულაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

ავთანდილ ძნელაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

ალექსანდრე მარგიშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;

ალექსანდრე ღლონტი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

ნინო კობახიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე;

გაბრიელ  წულაია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების სამსახურის უფროსი;

გიგა უმეკაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი;

გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;

გიორგი კურტანიძე – საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი;

გიორგი მიქაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი სისტემური ადმინისტრატორი;

გიორგი ჯაფარიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი;

დავით ჭანკოტაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

დავით ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

დეივიდას ახუნდოვი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი;

დიანა ჩომახაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

ეკატერინე ხამაშურიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი;

მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

ვასილ ბიბილური – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფის და ქსელების სამმართველოს უფროსი;

ვახტანგ ლაშქარაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;

ზურაბ მაღრაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;

თამარ ჟვანია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;

ივანე ჯავრიშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

ინგა ნიკაგოსიანი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მრჩეველი;

ირაკლი გვენეტაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს  თავმჯდომარე;

ირაკლი უჯმაჯურიძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

ირინე ერისთავი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფისა და რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი;

თეიმურაზ მურღულია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

ლაშა ვერულავა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი;

ლევან რაზმაძე –  სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;

ლევან კოკაია – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი;

მალხაზ სხირტლაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სმართ ლოჯიქის“ (Smart Logic) დირექტორი;

მარიამ ჯაჯანიძე – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

მერაბ გოცირიძე  –  საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

მიხეილ ჯანიაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

გიორგი ბარაბაძე - სსიპ – კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე;

ავთანდილ თაბუნიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი;

ბექა მამარდაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

იოსებ ხუციშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ქსელების ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების კვლევის მთავარი სამმართველოს უფროსი;

შოთა ჩაჩხუნაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი.“.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №58 - სსმ III, №39, 13.03.2008წ., მუხ.435

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №103 - სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.655

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 აპრილის დადგენილება №105 - სსმ III, №60, 21.04.2008წ., მუხ.690

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 მარტის დადგენილება №42 - სსმ III, №28, 12.03.2009წ., მუხ.353

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება №33 - სსმ III, №16, 11.02.2010წ., მუხ.187

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №6 8 - ვებგვერდი, 28 . 02 .201 2 წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №1 96 – ვებგვერდი, 24 .02.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის დადგენილება №340  – ვებგვერდი, 08.05.2014წ.

2. დამტკიცდეს ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულება „საქართველოს ზოგიერთი სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ერთიანი სამთავრობო ქსელის შექმნის ღონისძიებათა შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №409 განკარგულება „ერთიანი სამთავრობო ქსელის აგებასა და გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის, ერთიანი სამთავრობო ქსელის შემდგომი შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის მასში შემავალ უწყებებს შორის ერთიანი სტანდარტების შემუშავებისა და „ელექტრონული მთავრობის“ სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობისათვის სამთავრობო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“.

4. ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია არის „საქართველოს ზოგიერთი სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა ერთიანი სამთავრობო ქსელის შექმნის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ნოემბრის №511 განკარგულებით შექმნილი კომისიის უფლებამონაცვლე.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება №6 8 - ვებგვერდი, 28 . 02 .201 2 წ.

    მუხლი 1. ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის მიზანი

ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია ) შექმნილია საქართველოში ელექტრონული მმართველობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და ელექტრონული მმართველობის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით .

    მუხლი 2. კომისიის ამოცანები და ფუნქციები

1. კომისიის ამოცანებია :

ა ) სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის ოპტიმიზაციის ხელშეწყობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით;

ბ) სახელმწიფო დაწესებულებათა მიერ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მომსახურების გაწევის ხელშეწყობა;

გ) ელექტრონული მმართველობის განხორციელებისას ინფორმაციული უსაფრთხოების გაუმჯობესება;

დ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის დაგეგმილი თუ მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის ხელშეწყობა;

ე) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულების ერთიანი სამთავრობო ქსელის განვითარება და მისი მონიტორინგი.

2. კომისიის ფუნქციებია:

ა) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ელექტრონული მმართველობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით;

ბ ) რესურს ების (დანახარჯების) ოპტიმიზაციის მიზნით სახელმწიფო დაწესებულებებში საინფორმაციო სისტემებისა და ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების კოორდინაცია;

გ) სახელმწიფო დაწესებულებებში ელექტრონული სერვისების დანერგვისა და ინტეგრირების კოორდინაცია;

დ ) სახელმწიფო დაწესებულებებში ციფრული ხელმოწერისა და ონლაინ იდენტიფიცირების დანერგვის კოორდინაცია;

ე) კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვის ხელშეწყობა და კონტროლი;

ვ) ამ დებულებიდან გამომდინარე ან/და საქართველოს კანონით ან ნორმატიული აქტით დადგენილი სხვა ფუნ ქციები, რომლებიც ემსახურება კომისიის საქმიანობის ძირითად მიზანს ან/და მისი ამოცანების შესრულებას.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია :

ა ) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები;

ბ ) დაამყაროს ურთიერთობები უცხო ქვეყნის სახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ელექტრონული მმართველობის საკითხებზე;

გ ) განახორციელოს დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ელექტრონული მმართველობის თაობაზე პროექტების ინიციირებისა და იმპლემენტაციისას;

დ ) საქართველოს სამინისტროებისაგან , სხვა საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;

ე ) შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;

ვ ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ .

    მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი

1 . კომისიის სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი .

2 . კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე , რომელიც :

ა ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს, აგრეთვე ამტკიცებს კომისიის სხდომის დღის წესრიგს კომისიის მდივნის წარდგინებით;

ბ) უძღვება კომისიის საქმიანობას და წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ ) უზრუნველყოფს კომისიის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელებას .

3 . კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც პირველ სხდომაზე ირჩევს კომისია .

4 . კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი .

5 . კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება .

6 . კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით . ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა .

 7 . კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლას და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას .

 8 . კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი .

 9 . კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით .

    მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1 . კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ -ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მონაცემთა გაცვლის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო ).

2 . სააგენტო უზრუნველყოფს :

ა ) კომისიის დავალებათა შესრულების მიზნით კომისიის შემადგენლობაში შემავალი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენელთა შორის ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის კოორდინაციას;

ბ ) ელექტრონული მმართველობის სფეროში საინფორმაციო -ანალიტიკური მასალების მომზადებას;

გ ) კომისიის დახმარებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში;

დ ) კომისიის მიერ ინიციირებული შეხვედრების , კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას;

ე ) კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას .

    მუხლი 6. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა

კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს მთავრობა .

კრებსითი — სრული ვერსია