,,პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი _ დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე _ სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
66/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-07
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.010.044
,,პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი _ დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე _ სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.027.010.044

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №66/ნ

2007 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

,,პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2003 წ., №22, მუხ. 201) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დაბადების სამედიცინო ცნობა, ფორმა №103/ს-84 შეიცვალოს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობა, ფორმა №106/ს-4“ შეიცვალოს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

                                       ლ. ჭიპაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია