,,საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის №388/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
69/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-07
სარეგისტრაციო კოდი
470.010.000.22.035.010.042
,,საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის №388/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.22.035.010.042

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №69/ნ

2007 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის №388/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საექიმო სპეციალობათა ნუსხის სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის №388/ნ ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2001 წელი, №121,  მუხ. 876) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართიდან (საექიმო სეციალობათა ნუსხა)  ამოღებულ იქნეს XXXIV თავის მე-2 მუხლი და XXXIX თავი.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია