„ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
277
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-20
სარეგისტრაციო კოდი
450.160.000.10.003.000.918
„ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №277

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბი­ლისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდ­რეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №221 დადგე­ნილებაში (სსმ III, 2007 წელი, №142, მუხლი 1569) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქ. თბილისის მერიას მიენიჭოს ქ. თბილისის ტერი­ტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე (გარდა არქეოლოგიურ ძეგლებსა და საკულტო-რელიგიური დანიშნულების ობიექტებზე) სამუშაოების ნებართვის გაცემის, შესრულებული სამუშაოების შუალე­დური და საბოლოო ანგარიშებისა და სამუშაოთა მიღების სანებართვო პირობების კონტროლის უფლება­მოსილება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია