ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/233
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-02-09
გამოქვეყნების თარიღი
2007-02-15
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.22.024.009.986
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.024.009.986

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/233

2007 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

,,ნორტიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1998 წლის 25 მარტის №21 ბრძანება ,,მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ფასის განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ“;

ბ) საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2000 წლის 28 მარტის №22 ბრძანება ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვი აირების, ხმაურის, ანთების და კვების სისტემის შემოწმების ტარიფის დამტკიცების შესახებ“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. არველაძე

კრებსითი — სრული ვერსია