,,მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №225 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
271
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-06
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-10
სარეგისტრაციო კოდი
280.020.000.10.003.000.912
,,მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №225 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №271

2007 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №225 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „მოსახლეობის სოციალური მდგომა­რეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №225 დადგენილებას (სსმ III, 2007 წელი, №142, მუხლი 1573) დაემატოს 31 და 32 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„31. ამ დადგენილების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათ­ვა­ლისწინებულ ბენეფიციარებს აგრეთვე მიეკუთვნებიან ,,სახელ­მწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წი­ნე­ბული ყველა კატეგორიის ის პენსიონერები, რომელთათვისაც 4 ოქტომ­ბრის მდგომარეობით შეჩერებული იყო პენსიის გაცემა და 2007 წლის 1 ნოემბრამდე აღუდგათ პენსიის მიღება.

32. ამ დადგენილების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვა­ლისწინებულ ბენეფიციარებს მიეკუთვნებიან იმ ოჯახის წევრე­ბიც, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასე­ბა (შესწავლა) ან განმეორებითი შეფასება განხორციელდა 2007 წლის 4 ოქტომბრამდე და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 57 000-ზე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 5 დეკემბრიდან.

ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე

კრებსითი — სრული ვერსია