„აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
68
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2007-02-01
სარეგისტრაციო კოდი
200.120.000.22.033.009.905
„აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.009.905

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №68

2007 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

,,აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებით დამტკიცებულ აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის (სსმ III, 2006წ., №17, მუხ. 217) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ადგილობრივი ლუდისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე დატანილია ტარის მოცულობის შემდეგი მაჩვენებლები:

0,33 ლ

0,5 ლ

1,0 ლ

1,5 ლ

2,0 ლ

2,25 ლ“;

,,გ) იმპორტული ლუდისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე დატანილია ტარის მოცულობის შემდეგი მაჩვენებლები:

0,3 ლ

0,5 ლ

1,0 ლ

1,5 ლ

2,0 ლ

2,25 ლ.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია