,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
51
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2007-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-31
სარეგისტრაციო კოდი
210.070.000.22.033.009.867
,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.070.000.22.033.009.867

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №51

2007 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმის� დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ� საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-9 მუხლის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმის� დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №31 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №9, მუხ. 95) დამტკიცებულ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 


კრებსითი — სრული ვერსია