,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №139 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
267
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-10
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.10.003.000.908
,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №139 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №267

2007 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №139 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №139 დადგენილებაში (სსმ III, 2007წ., №101, მუხლი 1102) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,41. სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად გაიცემა შემდეგი თანხის მოცულო-ბის ფარგლებში:

ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის დაფინანსებისათვის – 1 500 ლარი;

ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობის დაფინანსებისათვის – 1 050 ლარი;

გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობის დაფინანსებისათვის – 9 000 ლარი;

დ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობის დაფინანსებისათვის – 43 200 ლარი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვიცე-პრემიერი        გ. ბარამიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია