სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.009.840
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №61
2007 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 10 ოქტომბრის №1166 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 10 ოქტომბრის №1166 (სსმ III, 24.10.2006., №145, მუხ. 2001) ბრძანება.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი