,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი
2007-01-23
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-23
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.39.036.009.838
,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.009.838  

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება № 3

2007 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის  2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,კახეთის საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის №18 ბრძანებით (სსმ III, №128, 18.09.2006 წ., მუხ. 1700) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საოლქო პროკურორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე იმავდროულად არის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია