,,მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
263
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-30
სარეგისტრაციო კოდი
300.400.000.10.003.000.904
,,მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №263

2007 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის    21 ნოემბრის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №255 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) უზრუნველყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ცალი სათბობი შეშის ვაუჩერის დამზადება.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია