,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 28 დეკემბრის №41/2006 ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2/2007
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2007-01-11
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-17
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.15.008.009.818
,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 28 დეკემბრის №41/2006 ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.818

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №2/2007

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 28 დეკემბრის №41/2006 ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 28 დეკემბრის №41/2006 ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგის დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:

1. დანართში გრაფა ,,აპარატის თანამშრომლები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

აპარატის თანამშრომლები

5

2888

 

 

 

“.

2. დანართის გრაფა „თანაშემწე შემდეგ დაემატოს გრაფა „წევრის თანაშემწე შემდეგი რედაქციით:

„

წევრის თანაშემწე

1

515

515   

 

 

 

“.

3. დანართის სვეტი ,,რიცხოვნობა“ ბოლო გრა-ფაში ციფრი ,,67“ შეიცვალოს ციფრით ,,68“.

4. დანართის სვეტი ,,ხელფასი სულ“ ბოლო გრაფაში ციფრი ,,63655“ შეიცვალოს ციფრით ,,64170“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სა­სა­მართ­ლოში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდა­რული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე  გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი          გ. მჭედლიძე

2007 წლის 11 იანვარი

კრებსითი — სრული ვერსია