,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
262
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-30
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.903
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №262

2007 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, მე-11 მუხლის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაცია, გამოეყოს ქუთაისის ფილია­ლი და მის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ქუთაისის სა­მუსიკო კოლეჯი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის უფლებამონაცვლე ქუთაისის ფილიალის ნა­წილში.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის მიზნად განისაზღვროს „უმაღლესი განათ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, ხოლო სახედ – კო­ლეჯი.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯისათვის შესაბამისი ქო­ნების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა კულ­ტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადების საფუძველზე.

5. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სა­ქარ­თველოს კულ­ტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგ­ნებათა ფარგლებში.

6. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კუ­ლ­ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარ­დგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუ­თა­ისის სამუსიკო კოლეჯის მართვის ორგანოების არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუ­თაისის სამუსიკო კოლეჯის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.

7. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი), „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცება.

8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია