სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.009.809
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №25
2007 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
გარემოს დაცვის ინსპექციის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ
,,გარემოს დაცვის სახლმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს გარემოს დაცვის ინსპექციის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის თანდართული ნუსხა.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №56-სსმIII, №150, 16.11.2010წ.; მუხ.2130
გარემოს დაცვის ინსპექციის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა
1. პისტოლეტი – შესაბამისი ვაზნებით;
2. სასიგნალო საშუალებები – შესაბამისი ვაზნებით.