საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-01-08
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-17
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.023.009.794
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.009.794

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №8

2007 წლის 8 იანვარი

 ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის შემდეგი ბრძანებები:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №70 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 24 ნოემბრის №82 ბრძანება „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 18 მარტის №34 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“.

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 9 მარტის №28 ბრძანება „გეოლოგიური საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 2.

 ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია