საქართველოს რესპუბლიკისკანონი
„ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მეოთხე მუხლის მე-7 პუნქტის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994წ., №20, მუხ. 436) მეოთხე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მცირე ენერგეტიკის (1-10 მგტ) სიმძლავრის ობიექტების მშენებლობა საკუთრების ფორმის მიუხედავად, ენერგეტიკულ პროგრამაში შეიტანება, ხოლო 1000 კილოვატზე ნაკლები სიმძლავრის ობიექტების მშენებლობის საკითხი ინვესტორის პრეროგატივაა და დადგენილი წესის მიხედვით შეუთანხმდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე
თბილისი,
1994 წლის 11 ოქტომბერი.
№566-Iს