სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1753
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-31
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.009.694
სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.22.033.009.694

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1753

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „სახელმწიფო საკუთ­რებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №97-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.195

2.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №405-სსმIII, №60, 30.04.2007წ., მუხ.678

3.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27  აგვისტოს  ბრძანება №1030-სსმIII, №121,  27.08. 2007წ., მუხ.1327

4.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  მაისის ბრძანება №462-სსმIII, №78,  02.06.2008წ., მუხ.845

5.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №978-სსმIII, №187,  31.12.2008წ., მუხ.2022

6.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის  ბრძანება №204-სსმIII, №40,  31.03.2009წ., მუხ.469

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №351-სსმIII, №52, 10. 05.2010წ., მუხ.788

8. ძალადაკარგულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993 -სსმ III, №172, 31.12.2010, მუხ.2549

ინსტრუქცია

 სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სახელმწიფო საკუთრებაში შეიძლება გადაცემულ იქნეს უცხოური საქონელი, რისთვისაც საქონლის მფლობელი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საქონლის მესაკუთრესთან შეთანხმებულ წერილობით შუამდგომლობას ან განცხადებას, თუ საქონლის მესაკუთრე თავად ახდენს საქონლის გადაცემას სახელმწიფო საკუთრებაში.

2. საბაჟო ორგანო საქონლის გადაცემის თაობაზე თანხმობას გამოხატავს საქონლის მფლობელის შესაბამის წერილობით შუამდგომლობაზე ან საქონლის მესაკუთრის განცხადებაზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის შესაბამისი ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდის დასმით.

3. სახელმწიფო საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ის საქონელიც, რომელზეც არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვები, ლი­ცენ­ზიები, სერტიფიკატები.

4. აკრძალულია იმ საქონლის სახელმწიფოს საკუთ­რე­ბაში გადაცემა, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძა­ლულია.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებ­ლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – „დაბრუნებულია საქონე­ლი”, მიეთი­თება თარიღი და დასტურდება პირადნომ­რიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელ­ზე გამოიწერება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა” (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონ­მდებლობის შე­სა­ბამისად.

7. სახელმწიფოს საკუთრებაში საქონლის გადაცემის დროს საბაჟო გადასახდელები არ გადაიხდევინება.

8. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს სა­ქონ­ლის წარდგე­ნიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდ­გენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლო­ბით გათვა­ლის­წი­ნებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.

9. მე-8 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №978-სსმIII, №187,  31.12.2008წ., მუხ.2022

    მუხლი 2. სახელმწიფო საკუთრებაში გადასაცემად განკუთვნილი საქონლის საბაჟო ტერიტო­რიაზე შემოტანის დროს გათვა­ლის­­წინებული საბაჟო პროცედურები

 1. სახელმწიფოს საკუთრებაში გადასაცემად განკუთ­ვნი­ლი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედუ­რები:

ა) საქონლის წარდგენა;

ბ) ზოგადი დეკლარირება;

გ) მოწმობის გამოწერა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგის-ტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).

2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლა­რირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს სა­ქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუ­შების აღება და საიდენტი­ფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბა­მისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27  აგვისტოს  ბრძანება №1030-სსმIII, №121,  27.08. 2007წ., მუხ.1327

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  მაისის ბრძანება №462-სსმIII, №78,  02.06.2008წ., მუხ.845

    მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში გადასაცემად განკუთვნილი საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში

საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:

ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სა­საზ­ღვრო კონ­ტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;

ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზ­ღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სა­ტვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლება­მო­სილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;

გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №978-სსმIII, №187,  31.12.2008წ., მუხ.2022

    მუხლი 4. სახელმწიფო საკუთრებაში გადასაცემად განკუთვნილი საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში

1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქონ­ლის სასაზღვრო კონტროლის განხორ­ციელების დასრუ­ლებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარ­დგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფი­კაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბა­ჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვა­ლის­­წი­ნებული მოწმობის შევსებისათვის).

3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბა­ჟო ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს სატრან­სპორ­ტო დოკუმენტები:

ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანს­პორტო ზედდებული;

ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – კონოსამენტი;

გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – ავიაზედდებული.

4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა შეიძ­ლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები:

ა) ხელშეკრულება ან/და ინვოისი;

ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;

გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-კარნეტის დოკუმენტი) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შე­სა­ბა­მისად;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დო­კუმენ­ტები.

5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №97-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.195

    მუხლი 5. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა

ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №97-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.195

    მუხლი 6. სახელმწიფო საკუთრებაში გადასაცემად განკუთვნილი საქონლისა ან/და სატრანსპორ­ტო საშუ­ალე­ბის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი

1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურკლიმატური პირობების გათვალისწინებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით.

2. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის შემთხვე­ვისა.

3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოების გავლით, რომელიც განსაზღვრულია „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანებით.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანი­ლი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორ­ტამდე ან საბაჟო ზედამხედვე­ლობის ქვეშ განადგურებამდე, გარდა კანონ­მდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანს­პორტო საშუალების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთან­ხმე­ბული მოქმედებები და ოპერაციები.

6. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განად­გურ­და ან დაზიანდა, საქონლის ან/და­ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატ­ყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებუ­ლებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლება­მოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორ­გა­ნოს არ დააკმაყო­ფილებს წარმოდგენილი მტკიცე­ბუ­ლებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედვე­ლობიდან უკანო­ნოდ გასულად.

7. თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედვე­ლო­ბიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედვე­ლობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამ­ხე­დველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეას­რულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებუ­ლება.

8. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისა ან/და სატრან­სპორ­ტო საშუალების ტრანსპორ­ტი­რების პასუხისმგებ­ლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდე­ბულებები.

9. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშა­ვების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებ­ლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორ­ციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამ­დე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონ­მდებ­ლობით გათვა­ლისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27  აგვისტოს  ბრძანება №1030-სსმIII, №121,  27.08. 2007წ., მუხ.1327

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  მაისის ბრძანება №462-სსმIII, №78,  02.06.2008წ., მუხ.845

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №351-სსმIII, №52, 10. 05.2010წ., მუხ.788

    მუხლი 7. სახელმწიფო საკუთრებაში გადასაცემად განკუთვნილი საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში

1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:

ა) საბაჟო საწყობის მიერ აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;

ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონ­ლისა ან/და სატრანს­პორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარ­დგე­ნის დღედ.

3. (ამოღებულია).

ა) დროებითი შენახვის საწყობში საქონლის წარდგე­ნისთანავე საბაჟო საწყობის მფლობელი აკეთებს სათა­ნადო აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, თარიღის, დროისა და ხელმოწერის მითითებით (ბეჭ­დის არსე­ბობის შემთხვევაში – ბეჭდის დასმით). აღნიშნული ქმედება ითვლება საბაჟო ორგანოში საქონლის წარ­დგენად;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ უფლებამო­სილი საბაჟო მოხელის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტროლიდან მოხსნა საქონლის წარდგენიდან არა უგვიანეს ორი დღისა, კანონმდებლობით დადგენილი „განაცხადის“ საფუძველზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №97-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.195

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №978-სსმIII, №187,  31.12.2008წ., მუხ.2022

    მუხლი 8. სახელმწიფო საკუთრებაში გადასაცემად განკუთვნილი გან­კუთვნი­ლი საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე

1. სახელმწიფოს საკუთრებაში გადასაცემად განკუთ­ვნი­ლი საქონლის შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელ­დება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადას­ტურ­დება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.

2. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასაცემად განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.

3. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე ხორციელდება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის სტიკერიანი ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27  აგვისტოს  ბრძანება №1030-სსმIII, №121,  27.08. 2007წ., მუხ.1327

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  მაისის ბრძანება №462-სსმIII, №78,  02.06.2008წ., მუხ.845

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №978-სსმIII, №187,  31.12.2008წ., მუხ.2022

    მუხლი 9. სახელმწიფო საკუთრებაში გადასაცემად განკუთვნილი საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნი­მუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში

საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო და­მუშავე­ბის ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორ­ციელ­დეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნი­მუ­შების აღება საქართველოს საბაჟო კოდექსის შე­სა­ბამისად.

    მუხლი 10. საქონლის სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის შეცვლა სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემით

საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით, დეკლარანტს შეუძლია ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ქვეშ მოქცეული საქონელი, ნებისმიერ დროს შეცვალოს სახელმწიფოს საკუთრებაში საქონლის გადაცემით, თუ წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტები.

    მუხლი 11. სახელმწიფო საკუთრებაში გადასაცემად განკუთვნილი საქონლის ან/და სატრანს­პორტო საშუალების მიტანას­თან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები

1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალის­წი­ნებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორ­განოს აღნიშნული გარე­მოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილ­მდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;

ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;

გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითე­ბულ ადგილზე.

2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველ­ყოფის ღონისძიებები.

3. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განად­გურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილ ნარჩენები და ჯართი გადაად­გილ­დება საქართველოს საბაჟო კანონმდებ­ლობით შე­საბამისად.

4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გა­წეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატ­რან­სპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამი­სი პირი.

    მუხლი 12. სახელმწიფო საკუთრებაში გადასაცემად განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა კანონმდებლობით განუსაზღვრელ ადგილებში

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განუსაზღვრელ ადგილებში, დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.

2. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს ენიჭება უფლე­ბა­მოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს გან­ცხადებაში დასმული საკითხი. გადაწყვე­ტილება მიიღება ინდივიდუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

3. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:

ა) ტერიტორიული საბაჟო ორგანოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი) ვინაობას (დასა­ხელებას) და მისამართს;

გ) მოთხოვნას (საქონლის შემოტანის უფლება, შემოტანის ადგილის, ავტოსატრანსპორტო საშუალე­ბების, ტექნიკის, საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით);

დ) განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხა­დებლის ხელმოწერას;

ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

4. განმცხადებელს უფლება აქვს ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს გან­ცხადებასთან ერთად წარუდგინოს ყველა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძ­ვლად დაედოს განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტას და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემას.

5. ტერიტორიული საბაჟო ორგანო განცხადების მიღების დღესვე ახდენს მის რეგისტრაციას კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

6. განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ტერიტო­რიული საბაჟო იწყებს განცხადებაში დასმული საკითხის განხილვას.

7. თუ ტერიტორიული საბაჟოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ გან­მცხა­­დებლის მოთხოვნის დაკმაყო­ფილება შესაძლებელია, შესაბამისი ინდივიდუ­ალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განსაზღვრავს საბაჟოს პასუხისმგებელ პირებს, რომლებ­საც დაევალებათ საზღვრის გადმოკვეთის ადგილიდან მიზანშეწონილ საბაჟო ორგანომდე საქონ­ლის გადაზიდ­ვის ზედამ­ხედველობა და გაცილება.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვე­ვებში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი საბაჟო პროცედურებს დროის უმოკლეს პერიოდში ახორ­ციელებს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (ასეთის არსებობის) წარმომადგენლებთან კოორდინა­ციით და კომპეტენციის ფარგლებში მათი მონაწილეობით.

9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.

10. საბაჟო ორგანოების ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის გარეშე ყველა სხვა ადგილებში საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის გადაკვეთა განიხილება, როგორც საბაჟო წესების დარღვევა და ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №405-სსმIII, №60, 30.04.2007წ., მუხ.678

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №351-სსმIII, №52, 10. 05.2010წ., მუხ.788

 

    მუხლი 13. საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის საქონლის გადაცემა

1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის მფლობელს უფლება აქვს საქონელი გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).

2. სააგენტოსათვის საქონლის გადაცემა ხორციელდება „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტის (შემდგომში – აქტი) საფუძველზე.

3. აქტს ხელს აწერს საქონლის მფლობელი, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი და სააგენტოს უფლებამოსილი პირი.

4. სააგენტოსათვის შესაბამისი აქტით საქონლის გადაცემამდე საქონლის მფლობელის განცხადებით, მისივე ხარჯებით და დადგენილი წესით საქონელი შეიძლება მოთავსდეს საბაჟო საწყობში.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი საბაჟო საზღვარზე შემოტანისთანავე გაცხადებულ იქნა სააგენტოსათვის გადასაცემად, ხოლო საბაჟო საზღვარზე არ არსებობს საბაჟო საწყობი ან შეუძლებელია არსებულ საწყობში საქონლის შენახვა, მაშინ საქონელი გადაადგილდება მოწმობით, საბაჟო გარანტიის წარმოდგენით და საქონლის მფლობელის ხარჯებით სხვა საბაჟო საწყობში.

6. სააგენტოსათვის გადაცემული საქონელი შეიძლება დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საქონლის საწყობიდან შესაბამის ვადაში (სამ თვეში) გაუტანლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო ახორციელებს ამ საქონლის განადგურებას საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №978-სსმIII, №187,  31.12.2008წ., მუხ.2022

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის  ბრძანება №204-სსმIII, №40,  31.03.2009წ., მუხ.469

    მუხლი 14. სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის განკარგვის ღონისძიებები

სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის განკარგვის ღონისძიებები (აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განადგურება, განაწილება და/ან რეალიზაცია) ხორ­ციელდება „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონე­ბის აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დე­ბუ­ლების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებუ­ლებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე.

 

კრებსითი — სრული ვერსია