„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1771
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-31
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.009.684
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.684

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1771

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №350-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.787

საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველ­ზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ“ ინსტრუქცია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №350-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.787

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №404-სსმIII, №60, 30.04.2007წ., მუხ.677

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №350-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.787

3. ძალადაკარგულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №993 -სსმ III, №172, 31.12.2010, მუხ.2549

ინსტრუქცია

 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №350-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.787

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთა საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით ნებადართულია საბაჟო ორგანოების სამუშაო დროსა და „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანებით განსაზღვრულ ადგილებში.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის პირველ პუნქტში აღნიშნული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს, დაიშვება ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით.

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №350-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.787

    მუხლი 2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა კანონმდებლობით განუსაზღვრელ ადგილებში

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება პირველ მუხლში აღნიშნული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განუსაზღვრელ ადგილებში დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.

2. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს ენიჭება უფლება­მოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს გან­ცხადე­ბაში დასმული საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

3. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:

ა) ტერიტორიული საბაჟო ორგანოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი) ვინაობას (დასახელებას) და მისამართს;

გ) მოთხოვნას (საქონლის შემოტანის უფლება, შემოტანის ადგილის, ავტოსატრანსპორტო საშუალე­ბების, ტექნიკის, საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით);

დ) განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხა­დებლის ხელმოწერას;

ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

4. განმცხადებელს უფლება აქვს ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ყველა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტას და შესაბამისი ადმინისტრციული აქტის გამოცემას.

5. ტერიტორიული საბაჟო ორგანო განცხადების მიღების დღესვე ახდენს მის რეგისტრაციას კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

6. განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ტერიტორიული საბაჟო იწყებს განცხადებაში დასმული საკითხის განხილვას.

7. თუ ტერიტორიული საბაჟოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფი­ლება შესაძლებელია, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განსაზღვრავს საბაჟოს პასუხისმგებელ პირებს, რომლებ­საც დაევალებათ საზღვრის გადმოკვეთის ადგილიდან მიზანშეწონილ საბაჟო ორგანომდე საქონლის გადაზიდ­ვის ზედამხედველობა და გაცილება.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვე­ვებში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი საბაჟო პრო­ცედურებს დროის უმოკლეს პერიოდში ახორციე­ლებს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო გამტარი პუნ­ქტის (ასეთის არსებობის) წარმომადგენლებთან კოორ­დინა­ციით და კომპეტენციის ფარგლებში მათი მონაწილეობით.

9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №404-სსმIII, №60, 30.04.2007წ., მუხ.677

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მაისის ბრძანება №350-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.787

    მუხლი 3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის შემომტანი პირის წერი­ლო­­ბითი განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯე­ბით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით.

2. საბაჟო ორგანოს მიერ პირის განცხადების გან­ხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული წესით.

 

კრებსითი — სრული ვერსია