სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.19.012.009.654
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №134
2006 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
,,ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის FATF პლენარული სხდომის 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკოოპერირებადი (არამონათანამშრომლე) ქვეყნების სიიდან მიანმარის (ბირმის) ამოღებასთან დაკავშირებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანება ,,არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონების შესახებ“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გეგუჩაძე