“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2006-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-05
სარეგისტრაციო კოდი
300.320.000.16.009.615
“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.009.615

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №42

2006 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირ ხელშეკრულებებზე გადასვლასთან დაკავშირებით სს „თბილსრესმა“ 2006 წლის 26 ოქტომბრის №2/384 წერილით ითხოვა გარანტირებულ სიმძლავრისათვის დადგენილი ფიქსირებული ტარიფის (603.95 ათასი ლარი თვეში) თეთრებში გამოსახვა 1 კვტს-ზე გადაანგარიშებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ელექტრო­ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე 44-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

    მუხლი 1.

1. „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №66, 16.05.2006 წ., მუხლი 848) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში 603.95 (ათასი ლარი/თვეში) შეიცვალოს 0,696 თეთრი/კვტსთ, დაემატოს ჯამური ტარიფის პარამეტრი 9,015 თეთრი/კვტსთ და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სს „თბილსრესი“ (თბილსრესის №№3,4,8 ბლოკები)–––––––––––––––––9.015 თეთრი/კვტსთ;

ა) გარანტირებული სიმძლავრისათვის ––––––– 0,696 თეთრი/კვტსთ;

ბ) ქსელში გაშვებული ელექტროენერგიისათვის –––––––––––––––––– 8.319 თეთრი/კვტსთ.

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.

თავმჯდომარე            გ. თავაძე

კრებსითი — სრული ვერსია