„ინფექციურ და სხვა დაავადებების განსაზღვრის შესახებ, რომელთა ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას და რომელიც შეიძლება გახდეს უცხოელთათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
300/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-11-14
გამოქვეყნების თარიღი
2015-08-31
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.009.569
„ინფექციურ და სხვა დაავადებების განსაზღვრის შესახებ, რომელთა ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას და რომელიც შეიძლება გახდეს უცხოელთათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი”

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №300/ნ

2006 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

ინფექციურ და სხვა დაავადებათა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას და რომელიც შეიძლება გახდეს უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №01-36/ნ - ვებგვერდი, 02.09.2015წ.
1. განისაზღვროს ინფექციურ და სხვა დაავადებათა ჩამონათვალი (დანართი 1), რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას და რომელიც შეიძლება გახდეს უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი


დანართი 1


ინფექციური და სხვა დაავადებები, რომელთა ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას და რომელიც შეიძლება გახდეს უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

დაავადების

ICD-10 კოდი

დაავადების დასახელება

B20-B24

 

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ავადმყოფობა

არ იგულისხმება აივ-ვირუსით გამოწვეული უსიმპტომო ინფექციური სტატუსი Z21

A30

 

კეთრი _ ჰანზენის ავადმყოფობა

იგულისხმება mycobacterium leprae-ით გამოწვეული ინფექცია

არ იგულისხმება კეთრის შედეგები B92

A15-A19

 

ტუბერკულოზი

იგულისხმება: ინფექციები, გამოწვეული mycobacterium tuberculosis -ით და mycobacterium bovis-ით

არ იგულიხსმება: თანდაყოლილი ტუბერკულოზი (P37.0),

პნევმოკონიოზი დაკავშირებული ტუბერკულოზთან (J65), ტუბერკულოზის შედეგები (B90), სილიკოტუბერკულოზი (J65)

  სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საკარანტინო და სხვა ინფექციური დაავადებებისაგან საქართველოს ტერიტორიის დაცვის წესები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კრებსითი — სრული ვერსია