“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს (სატყეო მეურნეობების) ტიპიური დებუელბის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ოქტომბრის №1071 ბრძანებით დამტკიცებულ დებუნებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1216
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-14
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.023.009.555
“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს (სატყეო მეურნეობების) ტიპიური დებუელბის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ოქტომბრის №1071 ბრძანებით დამტკიცებულ დებუნებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.009.555

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №1216

2006 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს (სატყეო მეურნეობების) ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ოქტომბრის №1077 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს (სატყეო მეურნეობების) ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ოქტომბრის №1077 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №142, მუხ. 1974) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დებულების მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დებულების მე-14 მუხლის 27-ე პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. თელავის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა:

ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი;

ბ) ფშავლის სატყეო;

გ) ნაფარეულის სატყეო;

დ) იყალთოს სატყეო;

ე) თელავის სატყეო;

ვ) წინანდლის სატყეო;

ზ) აკურის სატყეო;

თ) ახმეტის სატყეო;

ი) მატანის სატყეო;

კ) ოლტოს სატყეო;

ლ) მაღრანის სატყეო;

მ) ქისტაურის სატყეო;

ნ) ხოდაშნის სატყეო;

ო) პანკისის სატყეო;

პ) მთათუშეთის სატყეო.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

დ. ტყეშელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია