“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 22 ნოემბრის №1426 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დებულებაში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
761
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-11-08
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-09
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.027.009.543
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 22 ნოემბრის №1426 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დებულებაში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი� 010.240.030.22.027.009.543

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №761

2006 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის�� 2004 წლის 22 ნოემბრის №1426 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის დებულებაში� ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 28-ე და 31-ე მუხლების, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის 32-ე და 33-ე მუხლების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 54-ე ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 22 ნოემბრის №1426 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №136, მუხ. 1224) დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის დებულებაში� შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო პროცედურის განხორციელება;�.

2. მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3.��� მე-5 პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, ლიცენზიებისა და ნებართვების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;�.

4. მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვა, სამართლებრივი ექსპერტიზა, სარეგისტრაციოდ მომზადება, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;�.

5.��� მე-6 პუნქტის ლ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე ოქმის შედგენაში მონაწილეობა.�.

6.��� მე-8 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვას, სამართლებრივ ექსპერტიზას, სარეგისტრაციოდ მომზადებასა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას;�.

7.��� მე-8 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების რეესტრების წარმოებას;�.

8. მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ� ქვეპუნქტი:

,,ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17310 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე ოქმის შედგენაში მონაწილეობას.�.

9. მე-18 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განიხილავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და განცხადებებს მათი რეგისტრაციის თაობაზე, ატარებს აღნიშნული მასალების სამართლებრივ ექსპერტიზას, ამზადებს მათზე დასკვნას;�.

10. მე-18 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ამზადებს მონაცემებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების რეესტრის წარმოებისათვის;�.

11. მე-18 პუნქტის ი) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია