“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1355
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-11-06
გამოქვეყნების თარიღი
2006-11-09
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.009.534
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.009.534

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1355

2006 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №56, მუხ. 489) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 700 ლარამდე ღირებულების საქონელი, ამ პირის თხოვნის საფუძველზე ექვემდებარება გაფორმებას იმ საბაჟო-გამშვებ პუნქტებსა და საბაჟო საგუშაგოებზე, სადაც მის მიერ ხორციელდება საქონლით საბაჟო საზღვრის გადაკვეთა. მიუხედავად ამ პუნქტის პირველ წინადადებაში აღნიშნული დებულებისა, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში – ,,წითელი ხიდი“, ,,სადახლო“, ,,სამთაწყარო“, ,,გუგუთი“, ,,ახკერპი“, ,,მტკვარი“, ,,ვალე“ და ,,ყაზბეგი“ განხორციელდება მხოლოდ ექსპორტისა (ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 700 ლარამდე ღირებულების საქონლისა) და სახელმწიფოს სასარგებლოდ უარის თქმის საბაჟო რეჟიმებში დეკლარირება, ხოლო ამავე პუნქტების გავლით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო გაფორმების ადგილზე.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ა. ალექსიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია