საქართველოს მთავრობის
დადგენილება №84
2008 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
,,თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1070) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თევზჭერის ლიცენზიას არ ექვემდებარება:
ა) შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით თევზჭერა;
ბ) სამოყვარულო და სპორტული მიზნით თევზჭერა;
გ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა;
დ) პალიასტომის ტბაში თევზჭერა.
3. შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით თევზჭერის, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისა და პალიასტომის ტბაში თევზჭერის წესს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე