„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/1240
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-25
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.024.009.495
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.009.495

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1240

2006 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური    განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის     №1-1/101 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში (სსმ III, 14.02.2005 წ., №16, მუხ. 161) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ტერიტორიული ორგანო შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან“.

2. ამოღებულ იქნეს მე-12 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე

კრებსითი — სრული ვერსია