“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 17 მარტის №551 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახნის შესახებ" ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
286
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2006-10-18
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-24
სარეგისტრაციო კოდი
220.010.000.18.011.009.489
“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 17 მარტის №551 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახნის შესახებ" ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.18.011.009.489

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №286

2006 წლის 18 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 17 მარტის №51 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქარ­თველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზი­დენტის 2004 წლის 17 მარტის №51 ბრძანებით დამტკი­­ცებულ ინსტრუქციაში ,,საქართველოს საბანკო დაწესე­ბულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ (სსმ III, 2004 წელი, №30, მუხლი 255) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

საბანკო დაწესებულების საკორესპონდენტო ანგარიშის არმქონე ფილიალს, განყოფილებას (სერვისცენტრს) საკასო მომსახურებისათვის ეროვნულ ბანკსა ან მის ფი­ლიალ­ში გაეხსნება ერთი საკასო მომსახურების ანგარიში.“.

2. მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საბანკო დაწესებულების საკორესპონდენტო ანგა­რი­შის არმქონე ფილიალს, განყოფილებას (სერვისცენტრს) ეროვნულ ბანკსა ან მის ფილიალში საკასო მომსახურებისათვის ეხსნება ერთი ანგარიში. ანგარიშის გასახ­სნელად საბანკო დაწესებულება წარადგენს ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერისა და ბეჭდის ნიმუშის ბარათს ამ ფილიალის, განყოფილების (სერვისცენტრის) თანამდებობის პირთა ხელმოწერებით.

4. საკასო მომსახურების ანგარიშის გახსნის შესახებ დადებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს ყველა იმ საკითხს, რომელსაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერის­თანავე.

რ. გოცირიძე

კრებსითი — სრული ვერსია