“საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინატიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-196
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-10-16
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-23
სარეგისტრაციო კოდი
340.010.000.22.032.009.480
“საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინატიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.032.009.480

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-196

2006 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე  მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტ-რის 2006 წლის 14 მარტის №2-44  ბრძანებით (სსმ III, 14.03.2006წ., №33. მუხ. 396) დამტკიცებულ  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

დებულების მე-7 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) რეგისტრაციის და  ნებართვების სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენს  იმ ნებართვების და ლიცენზიების გაცემა და რეგისტრაციის განხორციელება, რომელთა გაცემისა და რეგისტრაციის უფლებამოსილება, კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს“.

2. დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს  მინისტრის პირველმა მოადგილემ  ლილი ბეგიაშვილმა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია