ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის" დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/1108
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-10-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-24
სარეგისტრაციო კოდი
300.180.000.22.024.009.475
ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის" დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.180.000.22.024.009.475

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1108

2006 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ

„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე და „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და აკრედიტაციის სფეროს მარეგულირებელი კანონების რეალიზაციის და ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №591 განკარგულების მე-10 პუნქტის შესასრულებლად:

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №1-1/110 8 - სსმ III, №145, 24 . 10 .2006წ., მუხ.200 5

1. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენ­ტი „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია“ (დანართი 1).

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე

შეტანილი ცვლილებები:

1.      საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის ბრძანება №1-1/1264

2.      ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №370 - ვებგვერდი, 25.12.2013 წ.

 

დანართი 1

ტექნიკური რეგლამენტი ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია

1. დაკანონებული გაზომვის საშუალებების ცდო­მილებათა ხარისხის გათვალისწინებით კლასიფიკა­ცია ხორციელდება შემდეგი მეტროლოგიური მახასია­თებლების შესაბამისად:

ა) გაზომვის დიაპაზონი;

ბ) გაზომვის ცდომილება;

გ) სიზუსტის კლასი;

დ) თანრიგი (სანიმუშო გაზომვის საშუალებებისათ­ვის).

2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების ცდომილე­ბათა მეტროლოგიური მახასიათებლების მნიშვნელო­ბები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში რეგისტრირებულ მახასიათებლებს.

3. პასუხისმგებლობა დაკანონებული გაზომვის საშუალებების დანიშნულების მიხედვით გამოყენების დროს, ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინე­ბული მახასიათებლების დაცვაზე ეკისრება გაზომვის საშუალებების მფლობელს.

4. დაკანონებული გაზომვის საშუალებების სახელმწი­ფო მეტროლოგიურ ზედამხედველობას განახორ­ციელებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლე­ბამო­სილი ორგანო.

 

კრებსითი — სრული ვერსია