ტექნიკური რეგლამენტის „სახელმწიფო კონტროლის დაქვემდებარებაში (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების" დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/1109
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-10-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-24
სარეგისტრაციო კოდი
300.180.000.22.024.009.474
ტექნიკური რეგლამენტის „სახელმწიფო კონტროლის დაქვემდებარებაში (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების" დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.180.000.22.024.009.474

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

 ბრძანება №1-1/1109

2006 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის „სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ

„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე და „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და აკრედიტაციის სფეროს მარეგულირებელი კანონების რეალიზაციის ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №591 განკარგულების მე-10 პუნქტის შესასრულებლად:

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 20 06 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1 109 - სსმ III, № 145 , 24.10 .20 06 წ., მუხ. 2006

1. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენ­ტი „სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვ­ნები“ (დანართი 1).

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1.      საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1109 - სსმ III, №145 , 24.10 .2006 წ., მუხ.2006

2.      ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №369 - ვებგვერდი, 25.12.2013 წ.

დანართი 1

ტექნიკური რეგლამენტი სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნები

1. უსაფრთხოების მახასიათებლებს იმ დაკანონებული გაზომვის საშუალებების მიმართ, რომელთა გაზომვის შედეგები გამოიყენება საგადასახადო, საბაჟო და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის, ასევე იმ გაზომვებში, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს ადმინისტრაციულ დაჯარიმებას, წარმოადგენს:

ა) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ან აღიარების არსებობა გაზომვის საშუალებების ტიპების სახელმწიფო რეესტრში;

ბ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამოწმება;

გ) დაკანონებული გაზომვის საშუალბების ექსპლუატაციის დადგენილი პირობების დაცვა;

დ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების გაზომვის შედეგების მიკვლევადობის უზრუნველყოფა მეტროლოგიური საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოს დონეზე.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 20 06 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1 109 - სსმ III, № 145 , 24.10 .20 06 წ., მუხ. 2006

2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების უსაფ­რთხოე­ბის მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს საქარ­თველოს მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში რეგისტრი­რებულ მახასიათებლებს.

3. პასუხისმგებლობა დაკანონებული გაზომვის საშუა­ლებების უსაფრთხოების მახასიათებლების დაცვა­ზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება გაზომვის საშუალებების მფლობელს, რომელ­მაც უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მახა­სიათებ­­ლების დაცვა.

4. დაკანონებული გაზომვის საშუალებების სახელ­მწიფო მეტროლოგიურ ზედამხედველობას ახორ­ციელებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილი ორგანო.

 

კრებსითი — სრული ვერსია