“მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №670 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1235
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-11
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.22.033.009.455
“მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №670 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.009.455

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1235

2006 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს      №670 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №670 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №91, მუხ. 1034) დამტკიცებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე) უძღვება კომისიის სხდომას და იღებს გადაწყვეტილებას განიხილოს თუ არა კომისიამ უშუალოდ სხდომაზე დასმული დამატებითი საკითხი, რომელიც არ არის შეტანილი დღის წესრიგში.“.

ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. კომისიის სხდომის შედეგებზე ფორმდება კომისიის სხდომის ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე) და პასუხისმგებელი მდივანი. კომისიის ოქმში შეიტანება დღის წესრიგით გათვალისწინებული და დამატებით შემოსული ყველა საკითხი და მათი განხილვის შედეგები. ოქმს დაერთვის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი ყველა დოკუმენტის თითო ეგზემპლარი.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია