“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს №743 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ გარემოს დაცვის ინსპექციის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს _ ბიუროს ტიპიური დებულებებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის" დებულებაში ცვლილები

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1071
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-10-03
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-04
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.023.009.416
“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს №743 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ გარემოს დაცვის ინსპექციის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს _ ბიუროს ტიპიური დებულებებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის" დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო   სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.009.416

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი  რესურსების

მინისტრის ბრძანება №1071

2006 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს №743 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს – ბიუროს ტიპური დებულებებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის“ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს №743 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ (სსმ III, 24.08.06 წ., №112, მუხ.1546) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს – ბიუროს ტიპურ დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სამცხე-ჯავახეთის ბიურო – ქ. ახალციხე, ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის რაიონები. იურიდიული მისამართი – საქართველო, ახალციხე,           მ. კოსტავას №18;“;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:

,,თ) ზემო აფხაზეთის ბიურო – კოდორის ხეობა. იურიდიული მისამართი – საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის რაიონი, სოფ. აჟარა.“.

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე,

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი            დ. ჩანტლაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია