სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.379
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №837
2006 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №112, მუხლი 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) (ბათილად იქნა ცნობილი);
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 24 იანვრის ბრძანება №51-სსმIII, №12, 30.01.2007წ.; მუხ.123
ბ) (ბათილად იქნა ცნობილი);
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 24 იანვრის ბრძანება №51-სსმIII, №12, 30.01.2007წ.; მუხ.123
გ) ბრძანების დანართი 4-დან ამოღებულ იქნეს თბილისის №205 საჯარო სკოლა;
დ) (ბათილად იქნა ცნობილი);
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 24 იანვრის ბრძანება №51-სსმIII, №12, 30.01.2007წ.; მუხ.123
ე) (ბათილად იქნა ცნობილი);
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის ბრძანება №507-სსმIII, №103, 19.07.2007წ.; მუხ.1125
ვ) ბრძანების დანართი 5-დან ამოღებულ იქნეს ზუგდიდის №19 საჯარო სკოლა;
ზ) ბრძანების დანართი 5-დან ამოღებულ იქნეს ლაგოდეხის №4 საჯარო სკოლა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 24 იანვრის ბრძანება №51-სსმIII, №12, 30.01.2007წ.; მუხ.123
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის ბრძანება №507-სსმIII, №103, 19.07.2007წ.; მუხ.1125