"საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1410
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-05-29
გამოქვეყნების თარიღი
1998-06-14
სარეგისტრაციო კოდი
010.190.040.05.001.000.363
"საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს 05.03.98 წლის კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:    

„2. პარლამენტის წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ანაზღაურება მოიცავს ხარჯებს: საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ქ. თბილისში სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის, სამსახურებრივი მიზნით ქ. თბილისის ფარგლებში ტრანსპორტით მგზავრობისათვის, ამ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის (გარდა სპეციალური მივლინებებისა), სამედიცინო, სატელეფონო, საფოსტო და სატელეგრაფო მომსახურებისათვის, თანაშემწის აყვანისათვის, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და ექსპერტიზისათვის.“.

2. 24-ე მუხლის მე-2-4 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-3-5 პუნქტებად.

3. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე ცვლილებები აისახოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს პარლამენტისათვის გათვალისწინებულ ხარჯებში“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                              

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 29 მაისი.

№1410–IIს

კრებსითი — სრული ვერსია