“სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება_ თერჯოლის სამხატვრო სკოლის სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 16 აგვისტოს №3/280 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3/358
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-09-21
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-27
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.028.009.293
“სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება_ თერჯოლის სამხატვრო სკოლის სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 16 აგვისტოს №3/280 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.293

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/358

2006 წლის 21 სექტემბერი

 ქ. თბილისი

,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – თერჯოლის სამხატვრო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 16 აგვისტოს №3/280 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – თერჯოლის სამხატვრო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის №3/280 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ III, 24.08.06, №112, მუხ. 1538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესდების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სამხატვრო სკოლის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების ან საშუალო პროფესიული სამხატვრო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.“;

ბ) წესდების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების ან საშუალო პროფესიული სამხატვრო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია