თბილისის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის შემუშავების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
279
მიმღები ორგანო
საქართველოს სახელმწიფო მეთაური
მიღების თარიღი
1994-08-26
გამოქვეყნების თარიღი
1994-08-31
სარეგისტრაციო კოდი
020270000.08.002.000026
თბილისის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის შემუშავების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის

ბრძანებულება №279

თბილისი, 1994 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 თბილისის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის შემუშავების შესახებ

ქვეყანაში მიმდინარე ახალი ეკონომიკური პროცესების მოთხოვნათა შესაბამისად საჭიროა შეიქმნას დედაქალაქის განვითარების და რეკონსტრუქციის ახალი გენერალური გეგმა. ამ მიზნით:

1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა:

მიმდინარე წლის ბოლომდე უზრუნველყოს თბილისის რეგიონის განსახლების სისტემის სამეცნიერო, საძიებო და საპროექტო სამუშაოების დაწყება, რათა განისაზღვროს განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის ძირითადი საბაზისო პარამეტრები;

გამოძებნოს თბილისის მერიისათვის დაფინანსების სათანადო წყაროები გენერალური გეგმის დასამუშავებლად;

საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის პროგრამების, განხორციელებისათვის განკუთვნილი უცხოური ინვესტიციების განაწილებისას გაითვალისწინოს დედაქალაქის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის შემადგენელი ცალკეული თემების დაფინანსება.

2. დაევალოთ რესპუბლიკის სამინისტროებსა და უწყებებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ გენერალური გეგმის დამუშავებაში და ყოველმხრივ შეუწყონ ხელი თბილისის მერიას გენერალური გეგმის დამუშავებისათვის საჭირო მონაცემების მოპოვებაში. თბილისში და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ყველა სახელმწიფო და კერძო საწარმოებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებმა შეუფერხებლად მიაწოდონ თბილისის მერიას ზემოხსენებული მონაცემები.

3. დაევალოს თბილისის მერიას (ნ. ლეკიშვილი) შექმნას ქალაქის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენერალურ გეგმაზე მუშაობის მაკოორდინირებელი საბჭო.

4. ახალ ეკონომიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბების პირობებში ქალაქთმშენებლობაში ახალი სუბიექტების (მენაშენის ინსტიტუტი) წარმოქმნასთან დაკავშირებით, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ქალაქის განაშენიანებაში და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემენ ქალაქის ახალი მიმართულებით განვითარებას, დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტს, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს და ეროვნულ ბანკს თბილისის მერიასთან ერთად. 1994 წლის ბოლომდე შეიმუშაონ და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად წარუდგინონ თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი სამართლებრივი აქტების პაკეტი, რომელიც გარკვეულ პრიორიტეტულ პირობებს შეუქმნის აღნიშნულ საქმიანობაში დაკავებულ კერძო კაპიტალს.

5. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტსა და თბილისის მერიას.

საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია