“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1119
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-18
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.22.033.009.239
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.009.239

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1119

2006 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 იანვრის №50 ბრძანებას (სსმ III, 2006წ., №6, მუხ. 50) დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,11. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა (გარდა II, III და V თავებში მოცემული თანამდებობებისა) უმაღლესი განათლების საკვალიფიკაციო მოთხოვნის ალტერნატიულ მოთხოვნად განისაზღვროს უმაღლესი ტექნიკური განათლება. უმაღლეს ტექნიკურ განათლებად ჩაითვალოს უმაღლესი განათლება შემდეგი სპეციალობებით: ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმატიკა, სტატისტიკა და სხვა ზუსტი გამოყენებითი სპეციალობები, რომელიც უკავშირდება კომპიუტერულ და ქსელურ ტექნოლოგიებს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სისტემურ-მათემატიკურ ანალიზს.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია