“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამრთლის იურიდიულ პირებად დაფუძვნებისა და საჯაროს სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
814
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-09-13
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-18
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.009.235
“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამრთლის იურიდიულ პირებად დაფუძვნებისა და საჯაროს სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.235

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №814

2006 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, №112, მუხლი 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) გორის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს გორის №13 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

ბ) ქ. ქუთაისის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს ქ. ქუთაისის №39 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და ქ. ქუთაისის №42 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს საშუალო საფეხურზე.

გ) ბრძანების მე-7 დანართიდან ამოღებულ იქნეს ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ქართული სამუსიკო №206 სკოლა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია