„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
815
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-09-13
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-18
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.22.022.009.234
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.009.234

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №815

2006 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. რეორგანიზებულ იქნეს გორის რაიონის №13 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მიუერთდეს გორის რაიონის №10 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

2. რეორგანიზებულ იქნეს ქ. ქუთაისის სკოლები შემდეგი სახით:

ა) ქ. ქუთაისის №39 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს ქ. ქუთაისის №40 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ბ) ქ. ქუთაისის №42 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს ქ. ქუთაისის №12 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

3. შეუწყდეს უფლებამოსილება გორის რაიონის №13 საჯარო სკოლის, გორის რაიონის №10 საჯარო სკოლის, ქ. ქუთაისის №39 საჯარო სკოლის, ქ. ქუთაისის №40 საჯარო სკოლის, ქ. ქუთაისის №42 საჯარო სკოლისა და ქ. ქუთაისის №12 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებს და 2006 წლის 31 დეკემბრამდე ჩატარდეს რეორგანიზებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს ახალი არჩევნები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

კრებსითი — სრული ვერსია