,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
243
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-23
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.10.003.001.187
,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №243

2008 წლის 17 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის  №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წ., №156, მუხლი 1436) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მახასიათებლები:

ა) 2009 წლის 1 იანვრამდე:

ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.013 გ/ლ;

ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 5 პროცენტი;

არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 45 პროცენტი;

გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 500 მგ/კგ;

ბ) 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე:

ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.013 გ/ლ;

ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 5 პროცენტი;

არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 45 პროცენტი;

გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 500 მგ/კგ;

გ) 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე:

ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3 პროცენტი;    

არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42 პროცენტი;

გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 200 მგ/კგ;

დ) 2011 წლის 1 იანვრიდან:

ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3 პროცენტი;    

არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42 პროცენტი;

გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 150 მგ/კგ.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია