|
აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნის საშუალო სკოლისათვის გამოჩენილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დუტუ მეგრელის (დიმიტრი ხოშტარიას) სახელის მიკუთვნების შესახებ
|
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და აბაშის რაიონის გამგეობის წინადადება და აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნის საშუალო სკოლას მიეკუთვნოს გამოჩენილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დუტუ მეგრელის (დიმიტრი ხოშტარიას) სახელი.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ზ. კერვალიშვილი
|