„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფეხურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
811
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-09-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-18
სარეგისტრაციო კოდი
430.080.000.22.022.009.225
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფეხურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.170.000.22.022.009.225

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №811

2006 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1.    ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №223 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №41) დამტკიცებული ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში სამსახური დაწესებულებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განუსაზღვრავს აკრედიტაციის ვადის განმავლობაში მისაღებ და მაქსიმალურ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას.“.

2.    ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია