საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №670
1995 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ცაგერის №91 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის მრავალდარგოვან საშუალო სპეციალურ სასწავლებლად გარდაქმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
მიღებული იქნეს ცაგერის რაიონის გამგეობის წინადადება, შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, და ცაგერის №91 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი გარდაიქმნას მრავალდარგოვან საშუალო სპეციალურ სასწავლებლად მისთვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი ბ. გულუა