“თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 დეკემბრის №338 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
786
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-12
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.009.210
“თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 დეკემბრის №338 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.210

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №786

2006 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

,,თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების გამიჯვნის მიზნით, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანების (სსმ III, 2004 წ. №42, მუხ. 355) 1-ლი მუხლის 1-ლ პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

,,1. თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯი არის ,,განათლების შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო პროფესიული განათლების პროგრამებს.“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია