საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის საგზაო პოლიციის სამმართველოს შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
197
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი
1994-04-07
გამოქვეყნების თარიღი
1994-04-29
სარეგისტრაციო კოდი
000000370.02(0).000.000671
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის საგზაო პოლიციის სამმართველოს შექმნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის  მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №197

1994 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის საგზაო პოლიციის სამმართველოს შექმნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. შეიქმნას თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საგზაო პოლიციის განყოფილების ბაზაზე არსებული საშტატო ერთეულების ფარგლებში თბილისის საგზაო პოლიციის სამმართველო.

2. გადაეცეს ახლად შექმნილ თბილისის საგზაო პოლიციის სამმართველოს ბალანსზე თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საგზაო პოლიციის განყოფილებაზე რიცხული შენობა-ნაგებობანი, მიმდებარე ტერიტორია, ავტო-მოტოტრანსპორტი, საბრძოლო ტექნიკა, შეიარაღება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

გადაეცეს საბრუნავი სახსრები, ყველა სახის ფულადი ანგარიში ბანკებში და რიცხული ქონება როგორც თანხობრივად, ისე სიობრივად.

3. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შ. კვირაია) ორი კვირის ვადაში წარმოადგინოს დასამტკიცებლად თბილისის საგზაო პოლიციის სამმართველოს სტრუქტურა და დებულება.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  ო. ფაცაცია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია