“თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 თებერვლის №80 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
784
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-12
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.009.208
“თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძვნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 თებერვლის №80 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.208

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №784

2006 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

,,თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯის  საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 თებერვლის №80 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების გამიჯვნის მიზნით, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 თებერვლის №80 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №21, მუხ. 205) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საშუალო პროფესიული განათლების მიღება კოლეჯში ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე.“;

ბ) ამოღებულ იქნეს წესდების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია   

კრებსითი — სრული ვერსია