სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.205
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №781
2006 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
,,ფოთის მრავალდარგოვანი კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 17 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების გამიჯვნის მიზნით, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ფოთის მრავალდარგოვანი კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 17 თებერვლის №10 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №20, მუხ. 191) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
,,ა) დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საშუალო პროფესიული განათლების მიღება ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე,“;
ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია